საქართველოს სუპერმარკეტების რეიტინგი თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით

საქართველოს სუპერმარკეტების რეიტინგი თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით

თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა, რაც გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით.

„მოკლევადიან პერსპექტივაში ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მაღალი წლიური ზრდის ტემპებია მოსალოდნელია, რაც განპირობებული იქნება როგორც არსებული საცალო მოვაჭრეების გაფართოებით, ისე ახალი მოთამაშეების გამოჩენით“, – წერია კვლევაში.

ამასთან, დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ორგანიზებული საცალო მოვაჭრეებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით ხასიათდება.

„2022 წელს, ორგანიზებული ბაზრის გადანაწილება მიგვანიშნებს, რომ ბაზარი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება და მიუხედავად შედარებით მცირე ზომის კომპანიების წილის კლებისა, მეტწილად დივერსიფიცირებულია შვიდ კომპანიას შორის. 2022 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზრის გადანაწილებაში არ დაფიქსირებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რისი ეფექტიც სრულად მიმდინარე წლის შეჯამებაში გამოჩნდება. ასევე, 2023 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ფრენჩაიზების კუთხით, რაც ბაზრის მეტ დივერსიფიცირებას გამოიწვევს:

FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:

„ნიკორა“ – ბაზრის 18.1%;
„ორი ნაბიჯი“ – 17.0%
სპარის სხვა ფრენჩაიზები(დეილი, სპარი) – 16.8%
კარფური – 15.0%
მაგნიტი – 10.8%
გუდვილი – 4.3%
აგროჰაბი 4.1%

შედარებით მცირე ზომის კომპანიები – 13.8%

ფრესკო – 3.1%
მემო/უნივერსამი – 3.0%
ზღაპარი – 3.0%
მადაგონი – 2.2%
ევროპროდუქტი – 1.3%
ექსპრეს ქსელი – 1.1%
სმარტი – 0.9%.

მსგავსი სიახლეები

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ…
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის…